• EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • EY - EOY in Georgia
  • Share

კონკურსი „წლის მეწარმე“ - ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა მეწარმეობის დარგში.

ამ უნიკალური მნიშვნელობის მქონე ჯილდოს მიზანია მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნესების წახალისება და იმ ადამიანების ღვაწლის აღიარება, რომლებიც თავიანთი ხედვით, ლიდერობითა და მიღწევებით სხვებს შთააგონებენ. „წლის მეწარმე“ ამ სახის პირველი და ერთადერთი საერთაშორისო ჯილდოა. კონკურსი მიზნად ისახავს:

  • წამყვანი მეწარმეების მიერ საკუთარი ქვეყნისა თუ მსოფლიო ეკონომიკაში შეტანილი წვლილის აღიარებას
  • კონკურსის მონაწილე ქვეყნებში სამეწარმეო საქმიანობისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესების ხელშეწყობას
  • მისაბაძი მაგალითების დასახვას მეწარმეთა მომდევნო თაობებისთვის

კონკურსი „წლის მეწარმე“ ტარდება მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 145-ზე მეტ ქალაქში. ამ ქვეყნების ჯამური წილი მსოფლიოს ერთიანი შიდა პროდუქტის 90%-ზე მეტს შეადგენს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 6,500-ზე მეტი მეწარმე გახდა ჩვენი კონკურსის მონაწილე და მეწარმეთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი. მათ რიცხვში არიან იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომელთა სახელებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. დღეისათვის NASDAQ-ზე აღრიცხული 100 უდიდესი კომპანიიდან ნახევარს „წლის მეწარმის“ ჯილდო აქვს მიღებული. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მეწარმის წარმატება ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვაღიარეთ, როდესაც მათი კომპანიები ჯერ არ იყვნენ შესული ამ ინდექსში.

მონაწილე ქვეყნების კონკურსების გამარჯვებულებისთვის მონაკოში ყოველწლიურად ტარდება ფინალური კონკურსი, რომელიც გამოავლენს მსოფლიოს „წლის მეწარმეს“.