გენდერული თანასწორობა ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის

  • Share

EY - Mariam Khubulava ქალთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ქალების როლზე ბიზნესსაქმიანობაში და ამ მიმართულებით EY საქართველოს მიღწევებზე.

2014 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული თანასწორობის ანგარიშს თუ დავუჯერებთ, კიდევ 80 წელია საჭირო სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მხოლოდ 2095 წელს ექნებათ ქალებს მამაკაცებთან გათანაბრებული უფლებები და შესაძლებლობები სამუშაო ადგილებზე. თუმცა ჩვენ, EY-ში, მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა და არ ვაპირებთ ამდენ ხანს ლოდინს, ამიტომ დღესვე ვიწყებთ გენდერული თანასწორობის საათის დაჩქარებას, ვინაიდან გვჯერა, რომ ქალთა აქტიური თანამონაწილეობა ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებსა თუ მათ მართვაში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

EY-ის მიზანია მოიპოვოს პირველობა ქალთა თანასწორუფლებიანი დასაქმების თვალსაზრისით და ამით მოახდინოს მათი ჩართულობის და წინსვლის სტიმულირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი სტატისტიკა გვაფიქრებინებს, რომ საქართველოში ჩემპიონები უკვე უნდა ვიყოთ, ამიტომ ალბათ გვაქვს უფლება მაგალითი მივცეთ საქართველოს ბაზარზე მოქმედ სხვა კომპანიებს და მოვუწოდოთ მათ მსგავსი ინიციატივებისკენ. სიამაყით წარმოგიდგენთ EY საქართველოს გენდერულ სტატისტიკას და იმ შესაძლებლობებს, რასაც ჩვენი კომპანია ქალებს სთავაზობს:

EY საქართველო მამაკაცები ქალები
თანამშრომლები 36% 64%
მმართველი გუნდი 33% 66%
ახალი თანამშრომლები* (წლიური საშუალო) 36% 64%
დაწინაურებული თანამშრომლები* (წლიური საშუალო) 39% 61%
EY-ის გლობალურ ოფისებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნილი თანამშრომლები* 30% 70%

* ბოლო სამი წლის მაჩვენებელი

ჩვენ გვყავს სამშვილიანი დედები, რომლებიც წარმატებით ითავსებენ წამყვან თანამდებობებზე მუშაობას, ახალგაზრდა დედები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით უმაღლეს ქულებს იღებენ ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების გამოცდებში (ACCA), ქალები, რომლებიც სისხლსავსე და აქტიურ ცხოვრებას ეწევიან სამსახურს მიღმა, დაკავებულები არიან მათთვის საინტერესო საქმიანობით, მისდევენ სპორტს, ხელოვნებას, სოციალურად აქტიურ ცხოვრებას... როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს?

„წარმატების მიღწევისთვის ბევრი ფაქტორის ერთობლიობაა საჭირო:

ყველაზე მნიშვნელოვანი დროის სწორი განაწილებაა. მე ვიტყოდი, რომ რაც უფრო მეტი საქმე გაქვს, მით უფრო მობილიზებული ხარ. მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია თანამშრომელთა გუნდი. ჩემს შემთხვევაში, მენეჯერიდან დაწყებული უმცროსი სპეციალისტით დამთავრებული, ყველა მობილიზებულია ჩემთან ერთად, რადგან იციან, რომ დრო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ცდილობენ არ დამაღალატონ. ისინი რომ არა, მე ვერაფერს შევძლებდი.

მინდა კიდევ დავამატო, რომ არ ვფიქრობ, ოჯახს თუ შექმნი, კარიერული წინსვლის საშუალება იკლებს. ნამდვილად არ არის ასე. მთავარია, დამსაქმებელი და პარტნიორი სწორად შეარჩიო, მათი მხრიდან სათანადო ხელშეწყობა ყველაფერს შესაძლებელს ხდის,“ ამბობს EY-ს თბილისის ოფისის აუდიტის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ახალგაზრდა დედა და ACCA ჩემპიონი, მარიამ ხუბულავა.